<50 კგ — დოზები ავტომატურად შემცირებულია უსაფრთხოების მიზნით!
მწვავე ტკივილი (NRS 1-10)
Paracetamol IV--
Ketorolac (NSAID)--
Ketamine IV (სუბ-ანესთ.)-ერთჯერადი ბოლუსი
Lidocaine IV — protocol only--
Morphine IV (მაქს. საწყისი)-1-2 მგ ბოლუსებით (q5წთ)
LAST — Intralipid 20%
მნიშვნელოვანი: LAST დოზები ASRA-ს მიხედვით Lean Body Weight (LBW)-ით ითვლება. ჭარბწონიან/მსუქან პაციენტში არ გამოიყენო ფაქტობრივი წონა — overdose-ის რისკია. შენი მითითებული წონა აქ მუშავდება როგორც LBW.
აირჩიე საჭირო სცენარი. თითო ალგორითმი არის დამოუკიდებელი 1-გვერდიანი დასაბეჭდი ფურცელი. ბეჭდვის ღილაკზე დაჭერისას იბეჭდება მხოლოდ აქტიური ალგორითმი.
მწვავე ტკივილი
მწვავე პოსტოპერაციული ტკივილი · NRS 0–10 · PROSPECT
NRS/VAS შკალაზე დაფუძნებული საფეხურებრივი მულტიმოდალური მართვა + ქირურგიაზე სპეციფიკური PROSPECT გაიდლაინები. პარაცეტამოლი, NSAID, ოპიოიდები, ექთნის ლიმიტები.
PONV
პოსტოპერაციული გულისრევა და ღებინება
Apfel-ის რისკის შეფასება, რისკ-სტრატიფიცირებული პროფილაქტიკა. უკვე განვითარებული PONV-ის მკურნალობის საფეხურები: ondansetron → dexamethasone → droperidol → propofol.
ემერჯენსი
ნალოქსონი
ოპიოიდით გამოწვეული რესპირატორული დეპრესია
ოპიოიდით გამოწვეული რესპირატორული დეპრესიის ამოცნობა და მართვა. ნალოქსონის განზავება, ტიტრაცია, რემორფინიზაციის რისკი, განგრძობითი მონიტორინგი.
ემერჯენსი
LAST
ლოკალური ანესთეტიკის სისტემური ტოქსიკურობა
ლოკალური ანესთეტიკის სისტემური ტოქსიკურობა — ნევროლოგიური და კარდიული გამოვლენების ამოცნობა, განსხვავებული ACLS და ლიპიდის ადრეული რესუსციტაცია (Intralipid 20%).
PACU გაწერა
მიღება · მონიტორინგი · Modified Aldrete · გადაყვანა
პაციენტის მიღება, საწყისი შეფასება, მონიტორინგის სიხშირე, წითელი დროშები და გაწერის/გადაყვანის კრიტერიუმები. გამოიყენება ყველა პოსტანესთეზიური პაციენტისთვის.
სეფსისი
SSC 2026 · დაუყოვნებელი საწყისი მართვა · სეპტიკური შოკი
სეფსისის/სეპტიკური შოკის სწრაფი ამოცნობა PACU-ში: ლაქტატი, კულტურები, დროული ანტიბიოტიკი, ჰიპოპერფუზიისას ≥30 მლ/კგ კრისტალოიდი პირველ 3 საათში და ვაზოპრესორი MAP-ისთვის.
პოსტოპერაციული მწვავე ტკივილის მართვა
მწვავე პოსტოპერაციული ტკივილის მართვა — NRS საფეხურებრივი პროტოკოლი და PROSPECT
PROSPECT / NRS რეკომენდატორი
დამალულია — გახსენი ქირურგიის არჩევის, NRS-ის ჩაწერის და ექთნის რეკომენდაციისთვის.
PROSPECT: აირჩიე ქირურგიული პროცედურა — სწრაფი ღილაკი, ძიება ან სრული სია
წესი: არჩეული PROSPECT რეკომენდაცია უპირატესია ზოგად NRS საფეხუროვან სქემაზე; ზოგადი სქემა გამოიყენე მხოლოდ მაშინ, როცა პროცედურა-სპეციფიკური ნაწილი არ ეწინააღმდეგება მას.
PROSPECT არ არის არჩეული
ექთნის რეკომენდატორიNRS
/ 10
04710
აირჩიე ქირურგია და ჩაწერე NRS ქულა. რეკომენდაცია დაეყრდნობა PROSPECT-ს, NRS საფეხურს და უსაფრთხოების პირობებს.
საბაზო თერაპია (გრძელდება) Metamizole: 1 გ q6h scheduled · მძიმე ეპიზოდში 2 გ IV slow (≥15 წთ) მხოლოდ ერთი scheduled დოზის ნაცვლად · საერთო მაქს. 5 გ/24სთ
+ NSAID / COX-2
Ketorolac: <65წ და ≥50კგ — 30 მგ IV q6სთ (max 120 მგ/24სთ) ≥65წ / <50კგ / renal impairment — 15 მგ q6სთ (max 60 მგ/24სთ) · CrCl <30: არ გამოიყენო · IV კურსი ≤2 დღე
ABC + ქირურგიული გართულების check შემდეგ RR, SpO₂, სედაცია q5წთ
რეგიონული rescue — მხოლოდ შეფასების შემდეგ
განიხილე ბლოკი მხოლოდ სისხლდენის/კომპარტმენტის/იშემიის/სხვა ქირურგიული გართულების გამორიცხვის, LA-ის ჯამური დოზის გადამოწმებისა და უსაფრთხო მონიტორინგის შემდეგ
დისპროპორციული ტკივილი = ქირურგიული გართულება (სისხლდენა, კომპარტმენტი, ანასტომოზი) სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება
Opioid-sparing strategy · ექიმის გადაწყვეტილებით · ფილტრი დამოკიდებულია NRS ტიერზე
განზავება: 0.04 მგ/მლ · შეყვანა: 0.04–0.1 მგ IV q2–3წთ
PONV — გულისრევა და ღებინება პოსტოპერაციულად
PONV — ჯერ გადაამოწმე ინტრაოპერაციული პროფილაქტიკა, შემდეგ გამოიყენე სარეზერვო მკურნალობა სხვა კლასით
Apfel-ის რისკის ფაქტორები (ზრდასრულები)
1
ქალი სქესი
2
არ-მწეველი
3
PONV ანამნეზში
4
პოსტოპ. ოპიოიდი
რისკის სკორი → PONV-ის ალბათობა
0დაბალი რისკი~10%
1დაბალი რისკი~20%
2საშუალო რისკი~40%
3მაღალი რისკი~60%
4ძალიან მაღალი~80%
დაბალი რისკი
0–1 ფაქტორი · ~10–20%
თუ პროფილაქტიკა გაკეთდა
სიმპტომის არარსებობისას → დაკვირვება
თუ პროფილაქტიკა არ გაკეთებულა
Ondansetron 4 მგ IV (თუ სიმპტომებია)
საშუალო რისკი
2 ფაქტორი · ~40%
თუ PONV განვითარდა
აირჩიე პროფილაქტიკაში გამოუყენებელი პრეპარატი/კლასი; same-class redosing <6 სთ-ში სარგებელს არ იძლევა.
Dexamethasone
პროფილაქტიკის პრეპარატია; breakthrough PONV-ის სამკურნალოდ PACU-ში ჩვეულებრივ არ მეორდება.
მაღალი რისკი
3–4 ფაქტორი · ~60–80%
თუ უკვე იყო 5-HT₃ + სტეროიდი
სარეზერვო მკურნალობა სხვა კლასით
Droperidol / Haloperidol
0.625–1.25 მგ IV / 0.5–1 მგ IV. QTc მონიტორინგი
PONV უკვე განვითარდა — სარეზერვო მკურნალობა
ნაბიჯი 1 — სხვა კლასი გამოიყენე პროფილაქტიკაში გამოუყენებელი პრეპარატი/კლასი. იგივე კლასის განმეორება <6 სთ-ში არ არის ეფექტური; >6 სთ-ის შემდეგ მხოლოდ მაშინ, თუ ალტერნატივა არ არის.
ნაბიჯი 2 — Ondansetron თუ პროფილაქტიკა არ ყოფილა, 4 მგ IV მისაღები პირველი ხაზია.
ნაბიჯი 3 — Dopamine antagonist Droperidol 0.625–1.25 მგ ან Haloperidol 0.5–1 მგ IV. QTc/sedation risk.
რეფრაქტერული Propofol 20 მგ IV; საჭიროებისას ერთხელ გაიმეორე (ჯამში 40 მგ) — მხოლოდ ექიმი, airway/ჰემოდინამიკური მონიტორინგით.
ნალოქსონი — ოპიოიდით გამოწვეული რესპირატორული დეპრესია
ოპიოიდით გამოწვეული რესპირატორული დეპრესია — ნალოქსონით რევერსიის პროტოკოლი
ვენტილაცია > ნალოქსონი. სანამ წამალს ამზადებ — სხვა აწვდის O₂-ს.
2
დოზა სიმძიმის მიხედვით
პულსი არის, ნაწილობრივი პოსტოპ. დეპრესია: 0.04–0.1 მგ IV q2–3 წთ, ტიტრაცია ადეკვატურ ვენტილაციამდე. მიზანი — RR ≥10/წთ და airway დაცვა, არა სრული გაღვიძება.
აპნოე / მძიმე ჰიპოვენტილაცია / უცნობი overdose: ვენტილაცია + 0.4 მგ IV; გაიმეორე q2–3 წთ და საჭიროებისას გაზარდე 2 მგ-მდე თითო დოზაზე. თუ ჯამური 10 მგ-ზე პასუხი არ არის — გადააფასე დიაგნოზი.
არ არსებობს universal 0.4 მგ ceiling. ზედმეტად სწრაფმა სრულმა ანტაგონიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი, withdrawal, ჰიპერტენზია/არითმია ან ფილტვის შეშუპება.
3
მონიტორინგი — რემორფინიზაცია
ნალოქსონი ხშირად უფრო მოკლეა, ვიდრე ოპიოიდი.
RR, SpO₂, EtCO₂ (თუ შესაძლებელია), სედაცია და ჰემოდინამიკა q5წთ საწყის ფაზაში.
მოკლე მოქმედების ოპიოიდი: მინ. 2 სთ ბოლო ნალოქსონიდან.
ხანგრძლივი/ნეირაქსიალური ოპიოიდი, infusion ან რეციდივი: ≥4–6 სთ ან უფრო ხანგრძლივი მონიტორინგი/ICU-HDU.
რეციდივისას: ხელახალი ეფექტური ბოლუსი ± ინფუზია.
პრაქტიკული ცხრილი — განზავებული შპრიცი 0.04 მგ/მლ
შპრიცშიდოზაეფექტი
1 მლ0.04 მგნელი საწყისი
2 მლ0.08 მგსტანდარტული
2.5 მლ0.1 მგpartial reversal
10 მლ0.4 მგაპნოე/მძიმე pathway
თუ რემორფინიზაცია → ინფუზია ეფექტური ბოლუსის მიხედვით:
თუ ცნობილია, ინფუზია = 2/3 ბოლუსი/სთ
საწყისი ინფუზია: —
საწყისი სიჩქარე = ეფექტური გაღვიძების/ვენტილაციის ბოლუსის დაახლოებით 2/3 საათში; შემდეგ ტიტრე ვენტილაციაზე და კლინიკურ პასუხზე. ეს არის საწყისი ფორმულა, არა ფიქსირებული maintenance rate.
მიზანი: PACU-დან გადაყვანა მხოლოდ მაშინ, როცა სასუნთქი გზა, ვენტილაცია, ცირკულაცია, ცნობიერება, ტკივილი/PONV და ქირურგიული ჰემოსტაზი სტაბილურია. საბოლოო გადაწყვეტილება — ანესთეზიოლოგის/ლოკალური SOP-ის მიხედვით.
1. მიღება PACU-ში — ჰენდოფი
ოპერაცია, ანესთეზიის ტიპი, სასუნთქი გზის ისტორია, ექსტუბაციის დრო.
რეგიონული/ნეირაქსიალური: მოტორული/სენსორული რეგრესია, დაცემის რისკი, შარდის შეკავება.
ამბულატორიული გაწერა: პასუხისმგებელი თანმხლები პირი და წერილობითი ინსტრუქცია.
Modified Aldrete Score — მზადყოფნა Phase I PACU-დან გასაყვანად
კომპონენტი
2 ქულა
1 ქულა
0 ქულა
აქტივობა
ამოძრავებს 4 კიდურს
ამოძრავებს 2 კიდურს
ვერ ამოძრავებს კიდურებს
სუნთქვა
სუნთქავს/ახველებს თავისუფლად
დისპნოე ან შეზღუდული სუნთქვა
აპნოე
ცირკულაცია
BP ±20% საწყისიდან
BP ±20-49%
BP ±50% ან მეტი
ცნობიერება
ფხიზელი/ორიენტირებული
იღვიძებს ხმაზე/შეხებაზე
არ რეაგირებს
ოქსიგენაცია
SpO₂ >92% ოთახის ჰაერზე
O₂ სჭირდება SpO₂ >90%-ისთვის
SpO₂ <90% O₂-ზეც
აქტივობააირჩიე 1
სუნთქვააირჩიე 1
ცირკულაციააირჩიე 1
ცნობიერებააირჩიე 1
ოქსიგენაციააირჩიე 1
ჯამური ქულა: —
მონიშნე ყველა 5 კომპონენტი
გადაყვანის კრიტერიუმი: Aldrete ≥9 + წითელი დროშები არ არის + ტკივილი/PONV/სისხლდენა კონტროლშია + დანიშნულება/ჰენდოფი მზადაა. საბოლოო გადაწყვეტილება ანესთეზიოლოგისაა.
ნევრო: გაღვიძების დაგვიანება, კრუნჩხვა, ახალი ფოკალური დეფიციტი, მძიმე აგზნება/დელირიუმი.
ქირურგიული: აქტიური სისხლდენა, მზარდი ჰემატომა, ძლიერი დისპროპორციული ტკივილი, compartment-ის ეჭვი.
წამლის ტოქსიკურობა: ზედმეტი სედაცია/ოპიოიდური დეპრესია, ანაფილაქსია, LAST, ავთვისებიანი ჰიპერთერმიის ნიშნები.
გადაყვანის/გაწერის ჩეკლისტი
სეფსისი — დაუყოვნებელი საწყისი მართვა PACU-ში
Surviving Sepsis Campaign 2026 — საწყისი რესუსციტაცია სეფსისისა და სეპტიკური შოკისას
!
სეფსისი/სეპტიკური შოკი = სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობა. შეფასება და მკურნალობა დაიწყე ამოცნობისთანავე. ანტიბიოტიკის დრო დამოკიდებულია შოკზე და ინფექციის ალბათობაზე; საწყისი სითხის რეკომენდებული ფანჯარა არის პირველი 3 საათი — არა ყველა კომპონენტის დასრულება 1 საათში.
გააქტიურე ლოკალური “code sepsis” / სწრაფი რეაგირების გუნდი, თუ ხელმისაწვდომია.
მოამზადე 2 IV წვდომა, ლაბორატორია, სისხლის კულტურები, სითხეები, ვაზოპრესორის გზა.
3. პირველადი ABC
O₂ მიზანი SpO₂ 92-96% ინდივიდუალური რისკის მიხედვით.
უწყვეტი SpO₂, ECG, NIBP/არტერიული ხაზი თუ შოკია.
შეაფასე შარდის გამოყოფა; ჩადგი კათეტერი თუ შოკი/ოლიგურია/ICU გეგმაა.
საწყისი მოქმედებები — დაიწყე ამოცნობის მომენტიდან
1
გაზომე ლაქტატი. აიღე ლაქტატი დაუყოვნებლივ; თუ საწყისი ლაქტატი >2 mmol/L, გადაამოწმე განმეორებით რესუსციტაციაზე პასუხის შესაფასებლად.
2
სისხლის კულტურები ანტიბიოტიკამდე. აიღე 2 კომპლექტი სისხლის კულტურა და შესაბამისი წყაროს მასალა, მაგრამ არ დააყოვნო ანტიბიოტიკი.
3
ფართო სპექტრის ანტიმიკრობული თერაპია. სეპტიკური შოკი ან დადასტურებული/სავარაუდო სეფსისი → დაუყოვნებლივ, იდეალურად 1 საათში; შესაძლო სეფსისი შოკის გარეშე → სწრაფი შეფასება და თუ ეჭვი რჩება, 3 საათში.
4
კრისტალოიდური რესუსციტაცია. სეფსისით გამოწვეული ჰიპოპერფუზიის ან სეპტიკური შოკისას მიეცი მინიმუმ 30 მლ/კგ IV კრისტალოიდი პირველ 3 საათში, frequent reassessment-ით და პაციენტის კონტექსტის გათვალისწინებით. გამოიყენე actual body weight; BMI >30-ისას შეიძლება adjusted/ideal weight. ბალანსირებული კრისტალოიდი სასურველია, თუ TBI არაა.
5
ვაზოპრესორები MAP ≥65 mmHg-ისთვის. თუ ჰიპოტენზია გრძელდება სითხისას ან სითხის შემდეგ, დაიწყე norepinephrine როგორც პირველი ხაზი და ICU/HDU-ში გადაყვანა.
ანტიბიოტიკის დრო — SSC 2026 ნიუანსი
შოკი არის ანტიმიკრობული დაუყოვნებლივ, იდეალურად ამოცნობიდან 1 საათში.
შესაძლო სეფსისი, შოკის გარეშე სწრაფი შეფასება: ინფექციური vs არაინფექციური; თუ ეჭვი რჩება → 3 საათში.
სეფსისი ნაკლებად სავარაუდოა მოძებნე ალტერნატიული დიაგნოზი; ანტიმიკრობული მართვა და დეესკალაციის გეგმა.
სეპტიკური შოკი / ICU trigger
MAP <65, SBP <90 ან აშკარა ჰიპოპერფუზია → დაუყოვნებელი escalation; unstable shock-ისას სითხე და vasopressor შეიძლება პარალელურად დაიწყოს.
ფორმალური septic shock: vasopressor საჭიროა MAP ≥65-ის შესანარჩუნებლად და lactate >2 mmol/L რჩება adequate volume-ის მიუხედავად.
Lactate ≥4 მაღალი რისკის ნიშანია, მაგრამ septic shock-ის აუცილებელი კრიტერიუმი არ არის. შეცვლილი მენტალური სტატუსი, რესპირატორული უკმარისობა და ოლიგურია ასევე ICU trigger-ებია.